გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი კარადის თავზე იპოვა

10-01-2018

ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ქურდობაში ეჭვმიტანილი კარადის თავზე დამალული იპოვეს. ის საცხოვრებელ სახლში ბინის სახურავიდან ჩავიდა. როგორც კუპრაძის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, ქურდი ერთ-ერთმა მეზობელმა შენიშნა. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.

 

„მეზობელმა რომ დაინახა, უკვე აივანზე ძვრებოდა, თავდაპირველად ეგონა, რომ გადმოხტომას აპირებდა, ამიტომ პატრულში დარეკა, პოლიციამ კი ის ბინაში, კარადის თავზე დამალული იპოვა", - ამბობს მეზობელი ლონდა მანაგაძე..

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.