გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროექტ "ენერგოეფექტური რეაბილიტაციის" ფარგლებში რუსთავის კიდევ ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

13-09-2019

რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ნინო ქავთარაძე, დავით რეხვიაშვილი და საკრებულოს დეპუტატი გიორგი ტუხაშვილიც ესწრებოდნენ.
რუსთავის მუნიციპალიტეტისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დანიის სამეფოს პროექტის -„ენერგოაუდიტორების ტრენინგი და სერტიფიცირება, შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის“ შედეგები, ასევე ენერგოეფექტურობის კუთხით, რუსთავში განხორციელებული სხვა პროექტებიც განიხილეს.
აღნიშნული პროექტი დანიის სამეზობლო პროგრამის „საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში განხორციელდა.
მერის მოადგილესთან შეხვედრამდე, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის სკოლებისა და ბაღების იმ თანამშრომლებს გაესაუბრნენ, რომლებიც ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ენერგოაუდიტორებად მომზადდნენ.
მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა, რუსთავის მე-6 საბავშვო ბაღი დაათვალიერეს, რომელსაც ევროკავშირის გრანტის ფარგლებში, ენერგოეფექტური რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ევროკავშირისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, 2015-2017 წლებში, „მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრმა“, #6, #40 და #41 საბავშვო ბაღებში, ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა.
სამომავლოდ, რუსთავში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია იგეგმება.