გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

,,შე ქათამო" - გორის საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

13-09-2019

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთს ,,ქათმები" უწოდეს. ფრაქცია ,,ძლიერი გორისა" და ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ფრაქცია ,,ძლიერი გორის" წევრი კახა ბურჯანაძე შემდეგ კობა ბერიანიძეს საქმის გასარჩევად სხდომის გარეთ იწვევდა. დაპირისპირება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ კახა ბურჯანაძეს კობა ბერიანიძემ სხდომიდან გასვლის თაობაზე შენიშვნა მისცა: ,,რას დადიხარო"

სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ 

წევრები გააფრთხილა, რომ თუ ვინმე დარბაზს დატოვებდა და კვლავ დაბრუნდებოდა, რეგისტრაცია ხელახლა დაიწყებოდა. დარბაზში დაბრუნებულ ბურჯანაძეს კობა ბერიანიძემ მიმართა: ,,რას დადიხარ, გინდა რეგისტრაცია თავიდან დავიწყოთ?"

კახა ბურჯანაძემ უპასუხა: ,,შე ქათამოო, შენ რა გინდაო, როგორ მელაპარაკები, მოდი აბა აქა".

კობა ბერიანიძემ კი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ყვირილი დაიწყო: ,,ქათამი შენა ხარ. პროვოკატორები ხართ. ჭორიკნები. ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებთ".

დაძაბულობის გამო, თავმჯდომარემ რაზმაძემ შესვენება გამოაცხადა.

"შიდა ქართლი"