გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

13-09-2019

სამცხე-ჯავახეთში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია,„ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე, სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, დასასრულს უახლოვდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაწყებული პროექტებიც.

სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, მშენებლებისგან ობიექტებზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე აქცენტი პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე გაკეთდა.

სამუშაო შეხვედრას სამშენებლო კომპანიებისა და საზედამხედველო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე ესწრებოდნენ.