გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

11-12 მარტის ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ

10-01-2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 11-12 მარტის მოვლენებში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ბრალდებულები, , მ.ღ. და ი.ჩ., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით დამნაშავედ ცნო.

აღნიშნულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  region.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სამართალდამცველებმა მ.ღ. 2017 წლის 23 აპრილს ქ. ბათუმში, ხოლო ი.ჩ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს, მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მ.ღ.-მ და ი.ჩ-მ 2017 წლის 11-12 მარტს, ქალაქ ბათუმში განახორციელეს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რასაც მოჰყვა მასობრივი არეულობა, გზების გადაკეტვა, მოძრაობის შეფერხება, ქალაქის ინფრასტრუქტურის განადგურება და ავტომანქანების დაწვა, ასევე შეფერხდა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა.

სასამართლომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“-ნათქვამია განცხადებაში.