გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ავტონაწილების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

13-09-2019

საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ავტონაწილების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ზ.ი.-ს ავტომანქანის სალონისა და სათავსოების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ავტონაწილები (საერთო წონით 479,2 კგ.) გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3141.79 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე აზერბაიჯანის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3141.79 ლარის ოდენობით.