გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე გარდაიცვალა

13-09-2019

საქართველოს სახალხო არტისტი, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობი ანზორ ხერხაძე 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თავისი ხანგრძლივი პროფესიული საქმიანობის დროს მსახიობი იყო მრავალი ჯილდოსა და პრემიის კავალერი - აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

2017 წელს მესხიშვილის თეატრში მსახიობის 80 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც მსახიობს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. ამავე დროს ანზორ ხერხაძე საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან აკაკი ხორავას სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.

ანზორ ხერხაძე 1937 წელს დაიბადა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 1962 წლიდან მუშაობდა, ნათამაშები აქვს 224 როლი. გადაღებულია კინოფილმებში: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, „პირველი მერცხალი“, „თბილისი და თბილისელები“, „ბაკულას ღორები“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს ქუთაისში მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.

pia