გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მთავრობის წევრების ავტომობილების შენახვაზე წელიწადში 128 მილიონი იხარჯება

14-09-2019

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო უწყებებს შავი ფერის ავტომობილების შეძენა აკრძალული აქვთ. ფერთა პალიტრის შეზღუდვის მიუხედავად, სახელმწიფო ავტოპარკის რიცხოვნობა კვლავ მასშტაბური რჩება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის  იხედვით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საუთრებაში 16,189 ავტომობილი ირიცხებოდა. მათ შენახვაზე (საწვავი, საპოხი მასალა და სხვა) 2017 წლის განმავლობაში 128,250,392 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული ავტომობილების განაწილება უწყებების მიხედვით ასეთია:

აღმასრულებელი ხელისუფლება -  13,226 ავტომობილი, ხარჯი 103,423,792 ლარი;
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები - 2,171 ავტომობილი, ხარჯი 16,961,776 ლარი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა -  337 ავტომობილი, ხარჯი 3,617,028 ლარი;
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა -  19 ავტომობილი, ხარჯი 313,316 ლარი;
ორგანიზაციები, რომლებზეც არ გავრცელდა N121 დადგენილება - 436 ავტომობილი, ხარჯი 3,934,480 ლარი.


"გურიის მოამბე"