გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„გიორგი გახარიას წერილის“ დედანი

14-09-2019

ტელეკომპანია "ტვ პირველმა" ექსკლუზიურად მოიპოვა პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი ე.წ. მუქარის შემცველი წერილის დედანი.

წერილზე მუქარის შემცველი ტექსტი ცისფერი შიფტით არის დაწერილი. როგორც ცნობილია ეს დოკუმენტი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, მისი პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და დადგინდა, რომ წერილზე ათეულობით ანაბეჭდი ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ წერილის ასლს პროკურატურამ ფარატინა წერილი უწოდა.

ცოტახნის წინ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ მუქარის წერილს შეეხება გენერალურმა პროკურატურამ, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და ხაზარაძე კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა.

alia.ge