გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვინ იყო სინამდვილეში ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს

14-09-2019

რას სთხოვ­და ქარ­თველ ქალ­ბა­ტო­ნებს. თბი­ლის­ში არ­სე­ბობს უძ­ვე­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც, შექ­მნის დღი­დან, 500 000-მდე ახალ­შო­ბი­ლი და­ი­ბა­და. ჯერ კი­დევ 1873 წელს გა­იხ­სნა მცი­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი, რომ­ლის ბა­ზა­ზეც შემ­დეგ და­ი­წყო ახა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას მი­ე­ნი­ჭა აკა­დე­მი­კოს, კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ჩა­ვას სა­ხე­ლი და ეწო­და "აკა­დე­მი­კოს ჩა­ჩა­ვას სა­ხე­ლო­ბის პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის და მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი". ხალ­ხმა ეს სა­ხე­ლი შე­ა­მოკ­ლა და "ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა" და­არ­ქვა. კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ჩა­ვა არის ერთ-ერთი, ვინც შეც­ვა­ლა მე­დი­ცი­ნის სამ­ყა­რო. მას წელს, 21 მა­ისს 100 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. პრო­ფე­სო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე მის­მა მოს­წავ­ლემ, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა და ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კის ექიმ­მა, დოდო სი­გუ­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის რა­დიო გა­და­ცე­მა­ში "სახ­ლის­კენ" ისა­უბ­რა.

- ბა­ტონ კო­ტეს აქვს ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა. მისი შრო­მე­ბი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა არა მარ­ტო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ბა­ტო­ნი კოტე მე­ა­ნო­ბა­ში იყო ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ნა­ყო­ფის ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბას. ეს იყო ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ნა­ყო­ფი­დან მდგო­მა­რე­ო­ბას იღებ­და ყუ­რით მი­დე­ბუ­ლი სტე­ტოს­კო­პით და ბა­ტონ­მა კო­ტემ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად შე­ი­მუ­შა­ვა ნა­ყო­ფის პირ­და­პი­რი ელექტრო ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა. ის იყო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პე­რი­ნა­ტო­ლო­გი და იმ­დე­ნად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი შრო­მე­ბი, რომ ჩვენს ინ­სტი­ტუტს 1981 წელს შე­არ­ქვეს მისი სა­ხე­ლი. რო­დე­საც ჩვენ­ვემ­ზა­დე­ბო­დით ბა­ტო­ნი კო­ტეს 60 წლის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ის გარ­და­იც­ვა­ლა.

- ბა­ტო­ნი კოტე გარ­და იმი­სა, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას იმაღ­ლებ­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ის უცხო­ეთ­ში აგ­ზავ­ნი­და ახალ­გაზ­რდა კად­რებს, რაც სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო მა­შინ. რო­გორ ხდე­ბო­და ეს?

 

- ბა­ტონ კო­ტეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ახალ­გაზ­რდე­ბი. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს, ვინც კი რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­და მე­ა­ნო- გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში, ყვე­ლა­ნი იყ­ვნენ მისი მოს­წავ­ლე­ე­ბი. ბა­ტონ­მა კო­ტემ და­ამ­ყა­რა კავ­ში­რი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან. მა­შინ ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, მაგ­რამ იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მისი ეს წა­მო­წყე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მე­ბი, რომ ჩვენს ინ­სტი­ტუტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­დო­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რებს. აქ იყო: უნ­გრე­თი, ჩე­ხოს­ლო­ვა­კია, გერ­მა­ნია, ია­პო­ნია. შემ­დეგ უკვე ეს კავ­ში­რე­ბი გა­აგ­რძე­ლა მის­მა მოს­წავ­ლემ, პა­ლი­კო კინ­ტრა­ი­ამ. სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს აწყობ­დნენ. ისი­ნი ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჩვე­ნი ექი­მე­ბი იქ მი­დი­ოდ­ნენ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გა­ვი­ა­რეთ, ბა­ტო­ნი კო­ტეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ინ­სტი­ტუ­ტში ძა­ლი­ან ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ სტუმ­რე­ბი. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პე­რი­ნა­ტო­ლო­გი, გი­უსტ რუტი, იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლი­სის პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის და მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი მე­ქაა, სა­დაც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა პე­რი­ნა­ტო­ლო­გი უნდა ჩა­მო­ვი­დეს და ის­წავ­ლოს. ის, რაც ბა­ტონ­მა კო­ტემ და მის­მა მო­წა­ფე­ებ­მა სა­მო­ცი­ან წლებ­ში და­ი­წყო, მთელ მსოფ­ლი­ო­შია და­ნერ­გი­ლი.

- და­ახ­ლო­ე­ბით 18 წლის წინ და უფრო ადრე ბავ­შვის გა­ჩე­ნი­სას მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი­ყო იყო ბავ­შვზე. კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ჩა­ვა იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც დე­დას და ნა­ყოფს ზუს­ტად ერ­თნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და და ერ­თნა­ი­რად იბ­რძო­და მათ გა­და­სარ­ჩე­ნად.

  • ამ ადა­მი­ანს ასე­თი უნა­რი ჰქონ­და. მას შე­ეძ­ლო, გა­ნე­სა­ზღვრა, რა და რო­გორ იქ­ნე­ბო­და მო­მა­ვალ­ში. არ­სე­ბობს მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნა­ყო­ფი, რო­გორც პა­ცი­ენ­ტი" . ამ ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ფე­სო­რე­ბი ჩა­მო­დი­ან, რომ აღ­ვნიშ­ნოთ მისი იუ­ბი­ლე და პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მის ხსოვ­ნას, რად­გან ის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის აკა­დე­მი­კო­სი იყო. ეს ძა­ლი­ან დიდი საქ­მე და დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, იმ დრო­ი­სათ­ვის.

ამბები.

alia.ge