გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორთან ავტობანზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

14-09-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ავტომაგისტრალზე ქალაქ გორის სიახლოვეს ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, დასახმარებლად გამოცხადდა ფორდის მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელმაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ავტომაგისტრალზე მორიგეობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. შემთხვევის ადგილზე, ასევე, გამოცხადდა შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილების 4 ჯგუფი. მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მოხერხდა ცეცხლმოკიდებული მანქანის ჩაქრობა.

შემთხვევის ადგილზე, 20 მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.