შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონს თავის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე მამაკაცი შეეჭრა.
"ქალბატონმა მოასწრო 112-ში დარეკვა და ინციდენტის ადგილზე უსწრაფესად გამოცხადდნენ ქალაქის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლები. ვიდრე ეს მოხდებოდა, საშინელი ხმაური ისმოდა და სანამ გამოვერკვიეთ რა ხდებოდა, პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ. როგორც ვიცით, მამაკაცებმა ქალბატონის გაუპატიურება სცადეს, სხვას ვერაფერს გეტყვით,"-განაცხადა ხარებავას ქუჩის ერთ-ერთმა მკვიდრმა.
"პირველი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურის თქმით, მომხდარზე გამოძიება 19-137 ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია 1 მამაკაცი. გამოძიება კი გრძელდება. აღნიშნული მუხლი 6-დან 8 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.