გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორში უსახლკარო კაცი საკათედრო ტაძრის წინ წევს

15-09-2019

წუხელ თამაზ საათაშვილს გორის საკათედრო ტაძრის წინ, ურიკაზე ეძინა. მასთან ერთად, ორი ძაღლიც იწვა.

გვითხრა, რომ ისე დაიღალა, გზის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ჰქონდა. ის ღამის განმავლობაში ბოთლების ნარჩენებს აგროვებს, დღე კი, ბაზარში მტვირთავად მუშაობს.

ღამის გათევა ძირითადად ავტოსადგურის საპირფარეშოს სათავსოში უწევს. მის შესახებ რამდენიმე რეპორტაჟი მოვამზადეთ. მას ჰყავს და და ძმა.

გორის მერიამ მის დას, უმძიმეს ავადმყოფს სოციალური საცხოვრისი გამოუყო, ძმას კი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, ასევე, ოთახი დაუქირავა. ძმას, გია საათაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა.

სოციალური საცხოვრისის გარეშეა დარჩენილი თამაზ საათაშვილი. გორის მერიამ საცხოვრისი ყოფილი ნარკოლოგიურ შენობაში გამოძებნა, თუმცა 

უმძიმესი პირობების გამო, ოთახი მიატოვა:

,,ისევ მირჩევნია მარტო ვიყო და აქ მეძინოს" - აცხადებს თამაზ საათაშვილი.

გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. თამაზ საათაშვილმა პატრულის თანამშრომლებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ძილის გაგრძელება ითხოვა.

საბოლოოდ, რა შეთავაზება აქვს გორის მერიას, ამის თაობაზე სამუშაო დღეს ორშაბათს გავარკვევთ.

"შიდა ქართლი"