10-01-2018
ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმედ.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.
მანქანაში, რომელიც ავარიისას დაშავდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: "პირველი არხი"