გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი ცუცქირიძე: მამუკა ხაზარაძე არც მალავს, რომ ანაკლიის პროექტს, ეკონომიკური დასაბუთების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს

16-09-2019

ეკონომიკის ექსპერტის, გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ანაკლიის პროექტს, ეკონომიკური დასაბუთების კუთხით, სერიოზული პრობლემები აქვს.
მისივე თქმით, ანაკლიის პროექტი არის წმინდა კომერციული პროექტი და მამუკა ხაზარაძის მხრიდან ამ პროექტის "სახელმწიფო მნიშვნელობაზე" მინიშნებაც კი წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს.

"ანაკლიის პროექტის ირგვლივ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა ბიზნესმენმა და უკვე პოლიტიკაში ოფიციალურად შესულმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. ის არც მალავს, რომ ანაკლიის პროექტს, ეკონომიკური დასაბუთების კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს. მამუკა ხაზარაძე პირდაპირ აცხადებს, რომ პროექტი „ეკონომიკურად მართლაც გაუმართლებელი რომ იყოს, აფხაზეთის გვერდზე ამხელა ინფრასტრუქტურის აშენებას სახელმწიფო მნიშვნელობა რომ აქვს, დიდი დაფიქრება არ სჭირდებაო“.

არადა, ანაკლიის პროექტი მისი სატენდერო პირობებიდან გამომდინარე, არის წმინდა კომერციული პროექტი, კერძო ინვესტორების მონაწილეობით. ნებისმიერი, საინვესტიციო პროექტს პირველ რიგში აქვს მისი ღირებულება, რაც დგინდება როგორც საინვესტიციო თანხების ოდენობით, ასევე თავად ამ პროექტის უკუგების თვალსაზრისითაც. ეს არის მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტი, რომლის აშენების შედეგად პორტი, უნდა მოემსახუროს ტვირთებს, რომელიც იმოძრავებს ევროპასა და აზიას შორის. ხოლო პროექტის მარკეტინგული ნაწილი უნდა ასახავდეს მის კონკურენტუნარიანობას სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით. შესაბამისად, მარკეტინგულ ნაწილში უნდა ყოფილიყო დეტალური დასაბუთება, თუ რა მიმართულებით და რომელი ბაზრებიდან მოხდებოდა საჭირო რაოდენობის ტვირთბრუნვის უზრუნველყოფა, გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად, რაც ამ განცხადებიდანაც დასტურდება, რომ კონსორციუმს უბრალოდ არა აქვს.

აქედან გამომდინარე, მისი ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს პრობლემები ინვესტორების მოზიდვასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ეკონომიკური ფაქტორის გამო ჰქონდა და არა სახელმწიფოს მხრიდან ხელისშეშლის გამო, როგორც ამას უკვე პოლიტიკოსი ხაზარაძე აცხადებს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ანაკლიის თემა რეალურად ჯოკერად გამოყენების მცდელობა უფრო იყო, როგორც ხელისუფლებასთან ვაჭრობის და შანტაჟის, იმ 17 მილიონიანი ბრალდების გადასაფარად, რასაც პროკურატურა ედავება უკანონო შენოსავლების ლეგალიზების კუთხით.

ამ პროექტის "სახელმწიფო მნიშვნელობაზე" მინიშნებაც კი წმინდა წყლის პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს. რადგან, სახელმწიფოს არც ერთ ეტაპზე ეჭქვეშ არ დაუყენებია ამ პროექტის მნიშვნელობა. პირიქით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება პორტთან მისასვლელი სარკინიგზო თუ სახმელეთო ინფრასტრუქტურის დროზე დასასრულებლად და პორტის ასაშენებლად"-განაცხადა ცუცქირიძემ.