გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში პოლიციელთან დაპირისპირების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

16-09-2019

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, კომბინატის დასახლებაში წუხელ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შსსს-ს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სამივე მამაკაცს ადმინისტრაციული სამართალდარღვევატა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის) მუხლებით შეუდგინეს ოქმი.

qartli.ge  წერდა, რომ 15 სექტემბერს საღამოს, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მყოფ პოლიციის თანამშრომელს ზაზა კოპაძეს კამათი 

ამავე კორპუსში ქირით მცხოვრებ მამაკაცთან მოუვიდა. კოპაძის თქმით, დაპირისპირება მისმა სამსახურებრივმა მდგომარეობამ გამოიწვია, თუმცა არ ასრულებდა სამსახურებრივ მდგომარეობას და ეზოში ნარდს თამაშობდა.

დაპირისპირების დროს, ეზოში სხვა პირებიც შეიკრიბნენ.

გამოიძახეს პოლიცია. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი, როგორც ზაზა კოპაძე შემთხვევის ადგილზე აცხადებდა, მასთან დაპირისპირებული მამაკაცის დაკავების საშუალებას არ აძლევდნენ.

,,ერთ-ერთი მათგანი, ვისთანაც მე კამათი მომივიდა, აქ ქირით ცხოვრობს. ნარდს ვთამაშობდით, მოვიდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. არა მარტო მე, მთელ კორპუსს. ცოტა ხანს განიმუხტა სიტუაცია. ჩემდეგ კიდევ მოვიდა რამდენიმე ბიჭთან ერთად და განაგრძო შეურაცხყოფა. პირადად ჩემთვის, დანარჩენ ორ ბიჭს შეურაცხყოფა არ მოუყენებია. პოლიცია როცა მოვიდა, როგორც ვიცი, ეგ ორი ბიჭი არ აძლევდა იმ მესამის დაკავების საშუალებას და მაგიტომ წაიყვანეს პოლიციაში" - აცხადებდა ზაზა კოპაძე.

"შიდა ქართლი"