გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

16-09-2019

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დღეს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა მელიქიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, მერის მოადგილემ, რუბენ კარაპეტიანმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხის მე-3 საჯარო სკოლაში განახლებული საკლასო ოთახები დაათვალიერეს და პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს წარმატებები უსურვეს.

მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მიულოცა სწავლის დაწყება. იგი ასევე, ქალაქ ვალისა და სოფელ სხვილისის საჯარო სკოლებსაც ეწვია. ქალაქ ახალციხის 1-ლი, მე-5, სოფლების მინაძისა და ჭაჭარაქის საჯარო სკოლები მოინახულეს საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა ნოზაძემ და მერის მოადგილემ, ალექსი ზედგინიძემ.

დღესვე, მუნიციპალიტეტის 38-ვე საჯარო და კერძო სკოლის 570 პირველკლასელს, განათლების სამინისტროს საჩუქართან - სახელმძღვანელოებთან და ნეთბუქებთან ერთად, მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 760 000 ლარი მოხმარდა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის ფარგლებში განახლდა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, ელექტროგაყვანილობა, ცენტრალური გათბობის სისტემა, შეიცვალა სახურავები და სხვა.