გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსული მედია: საქართველოს ხელისუფლება ამერიკულ გემს თავის ტერიტორიულ წყლებში არ უშვებს

17-09-2019

აშშ-ს საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო გემი „იუმა" საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვერ შედის. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის ტერიტორიულ წყლებში მის შეშევაზე უარს აცხადებს.

გამოცემა „ავია.პრო" იუწყება, რომ გემი უკვე 10 საათზე მეტია ღია ზღვაშია გაჩერებული. ოფიციალური ვერსიით, შეყოვნების მიზეზი ფოთის პორტის გადატვირთვაა, თუმცა, რუსული გამოცემა საქართველოს ხელისუფლებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ, მიზეზი სწორედ საქართველოს ხელისუფლების უარია ამერიკული გემის შემოშვებაზე.

ამაზე ჯერჯერობით არც აშშ-ს და არც საქართველოს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ. რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შევიდა ამერიკული ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, უცნობია.

„იუმა" შავ ზღვაში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებამდე მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები მიაცილებდნენ.

rezonansi