17-09-2019
გორის მუნიციპალიტეტის მერი, აუდიტის პირველად დასკვნაში გამოკვეთილ დარღვევებთან დაკავშირებით, საკუთარი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს ვერ ხედავს.
კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურს პასუხებიც გაუგზავნა.
მერის თქმით, რაც მისი ადგილობრივი თვითმმართველობის სათავეში მოსვლის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტში გაკეთდა, არასდროს არ გაკეთებულა.
“არანაირად არ იქნება ჩემი პოლიტიკური გუნდის დაკვეთა, რომ მე დავტოვო თანამდებობა. კარგად ხედავთ, რომ ამ ორი წლის
განმავლობაში რაც გაკეთდა, არ გაკეთებულა არასოდეს. მე მაშინ დავტოვებ თანამდებობას, როდესაც 2021 წელს, ახალი საარჩევნო კამპანია დაინიშნება“,-აცხადებს გორის მერი.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდისტის არაოფიციალური ანგარიში გორის მერიიდან ნაადრევად გასაჯაროვდა.
მერის ბრძანებით, დაიწყო შიდა გამოძიება იმ პირის გამოსავლენად, ვინც აღნიშნული დოკუმენტი მედიას ფარულად მიაწოდა.
დოკუმენტში სახელმწიფო აუდიტი მერიას 14 რეკომენდაციას აძლევს.
აღნიშნულ რეკომენდაციებში დასრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გაზრდილ შტატებზე, არაეფექტურ მუშაობაზე და სხვა სახის დარღვევებზეა საუბარი.