სამშაბათი, აპრილი 29, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
1 დაღუპული და 2 უგონო მდგომარეობაში – უბედური შემთხვევა ბათუმის ღამის კლუბში

17-09-2019

“TV 25” – ის ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ კლუბიდან კლინიკა “მედ ცენტრში”კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ბიჭი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაივალა. ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

კლინიკაში ახალგაზრდა ბიჭთან ერთად, ორი გოგოც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. მედცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

წყაროს თქმით, კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლებიც გვიან ღამით, შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

cyc.ge