გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტყის სექტორის განვითარებისთვის საქართველო კლიმატის მწვანე ფონდისგან 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს

18-09-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე კლიმატის მწვანე ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ფონდისფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისგამარტივების შესაძლებლობების განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაფონდის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ეფექტიანითანამშრომლობისთვის. ლევან დავითაშვილმა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის საჭიროებაზე, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატის მწვანე ფონდი საქართველოში ტყის სექტორის განვითარების მიმართულებით 32 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გაცემას გეგმავს. საუბარი შეეხოქვეყანაში საირიგაციო სისტემების გამართვის კუთხით, შესაძლო თანამშრომლობის საკითხსაც.

კლიმატის მწვანე ფონდის წარმომადგენლის, კლიფორდ პოლიკარდის განცხადებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა, რომელსაც სწორად აქვს განსაზღვრული პრიორიტეტები,რაც მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. კლიმატის მწვანე ფონდი მხარს უჭერს საქართველოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის და საჭირო ფინანსებზე წვდომის უზრუნველყოფის კუთხით.

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) წარმომადგენლობით დელეგაციას საქართველოში ოფიციალური ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან.

კლიმატის მწვანე ფონდი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფინანსური მექანიზმია და განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შემარბილებელ და საადაპტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებულ პროექტებს აფინანსებს. ფონდი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ფინანსურ პარტნიორ ორგანიზაციად განიხილება საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილეები ნინო თანდილაშვილი, ხატია წილოსანი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.