გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ორგანიზაცია ,,ბიზნეს-ტამპერე" რუსთავში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს

18-09-2019

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ორგანიზაცია ,,ბიზნეს ტამპერეს“ წარმომადგენელს, მეგი ნურმინენს შეხვდა.

შეხვედრის თემა, საგანმანათლებლო სფეროში სიახლეების დანერგვა და ამ კუთხით, ფინური საგანმანათლებლო სისტემის გამოცდილების გაზიარება იყო.

ორგანიზაცია ,,ბიზნეს-ტამპერე“ გარკვეული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას გეგმავს რუსთავში. საუბარია კოლეჯის ან ტრენინგ-ცენტრის გახსნაზე, რომელიც პირველ ეტაპზე, ძირითადად, IT ტექნოლოგიების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული.
ფინური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა, დღეს, რუსთავის გარდა, თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გამართეს.

ორგანიზაცია ,,ბიზნეს-ტამპერე“ საკუთარი პროექტების განხორციელებას რუსთავსა და ქუთაისში აპირებს.