გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხეში გამყიდველმა მყიდველს სცემა

18-09-2019

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, გამყიდველმა ქალმა მყიდველი სცემა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალებს შორის შელაპარაკება ხურდის დაბრუნებას მოჰყვა.

დაშავებული, სავარაუდოდ მყიდველი ქალია, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა უკვე დაადგინა, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

"პია"