გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გახარიამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის მადლობა გადაუხადა

18-09-2019

საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას, რაც არაერთ პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გამოიხატება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან - ტიტუს კორლატეანსა, კლოდ კერნთან და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, უკანონო ბორდერიზაცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები.

გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე - საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს.