გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თემურ ჭყონია გაქურდეს - მოპარულია 133 000 ლარი, ქურდი „კოკა კოლას“ თანაშრომელია

19-09-2019

პოლიციამ 133 000 ლარის ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ამავდროულად, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღო. 

გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული  6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

alia.ge