19-09-2019
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიაში წმიდა მარიამ მაგდალინელის ხატის რესტავრაცია დასრულდა.
ხატზე მუშაობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და აჭარის მუზეუმის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, ხოლო სარესტავრაციო სამუშაოებს ცნობილი ხატმწერი და რესტავრატორი მიხეილ ბოგუცკი ხელმძღვანელობდა.
ხატი XIX საუკუნის მერე ნახევრით თარიღდება, მის რესტავრაციაში, ასევე, მონაწილეობდნენ: სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიის მხატვარ-რესტავრატორი გიორგი ბოლქვაძე და აჭარის მუზეუმის მხატვარი გურამ გუჯაბიძე.
რესტავრირებული ხატი ოფიციალურად გადაეცა აჭარის მუზეუმს.
შეხვედრაზე მიხეილ ბოგუცკიმ ვრცლად ისაუბრა, ზოგადად XIX საუკუნის ქრისტიანული მართლმადიდებლური ხატწერის შესახებ და ასევე, საკუთრივ წმიდა მარიამ მაგდალინელის ხატის აღდგენის, თანმხვედრი სირთულეებისა და მათი გადაჭრის მეთოდოლოგიური მიდგომების შესახებ.