გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ტრაილერის დაჯახების შედეგად დაშავებული პატრულის მდგომარეობა მძიმეა, მას ვერტმფრენით გორიდან თბილისში გადმოიყვანენ

19-09-2019

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლს ქარელის საავადმყოფოდან შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანენ. ვერტმფრენი ქარელში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა.

„გორმედის“ ქსელის, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში, პაციენტი შემოიყვანეს კომატოზური მდგომარეობით. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია პირველადი დახმარება და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მიღწეული სტაბილიზაციის შემდგომ, გადაწყდა შემდგომი მკურნალობისთვის მისი დედაქალაქში გადაყვანა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ.

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

"ინტერპრესნიუსი"