გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ლომჯარია: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება ჩვენი რეკომენდაციის შესაბამისად მიმდინარეობს

19-09-2019

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ახლა ისე მიმდინარეობს, როგორც მათი რეკომენდაცია იყო.

ამასთან, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ პროკურატურას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულით საქმის შესწავლა არ დაუწყია. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტის პლენალურ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მისი ანგარიშის წარდგენაა.

„ფაქტობრივად, დღეს როგორც მიმდინარეობს გამოძიება ან ბრალი რა მიმართულებითაც იქნა წარდგენილი, ეს იყო სახალხო დამცველის რეკომენდაცია. ფაქტობრივად, როდესაც ჩვენ გავეცანით უკვე დასრულებული გამოძიების მასალებს და ვთვლიდით, რომ ამ მიმართულებით გამოძიება არ მუშაობდა, არ გააკეთა საკმარისი იმისთვის, რომ კონკრეტული სავარაუდოდ მონაწილე პირების როლი და ბრალი გამოკვეთილიყო ამ პროცესში. თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, აქ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ პროკურატურამ არ დაიწყო სავარაუდო სამოხელეო დანაშაულით საქმით შესწავლა, უბრალოდ, სამსახურეობრივი მოკვლევა დაიწყო და მისი შედეგებიც კი არ არის ჩვენთვის ცნობილი. ამაზე პროკურატურას ინფორმაციაც არ აქვს წარმოდგენილი თქვენთვის 2018 წლის ანგარიშში“, - მიმართა ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს.