გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ბავშვს რომ გადაუღო ფოტოები ბიკინში, რა მოხდა, ზღვაზე არ გადაუღიათ ფოტო" - პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულის მამა

19-09-2019

პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულის მამა, გია ქუთარიშვილი მისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

ფოტოები, რომლის გამოც მისი შვილი დააკავეს, ქუთარიშვილს არ უნახავს თუმცა ამბობს, რომ იქ პორნოგრაფია არ ყოფილა.

"არანაირი პორნოგრაფია არაა. ბავშვს რომ გადაუღო ფოტოები ბიკინში, რა მოხდა, ზღვაზე არ გადაუღიათ ფოტო? შიშველი სურათები არ იყო, არ მინახავს, მაგრამ ჩემი შვილი არ დაუშვებდა მაგას. ერთი სიტყვით არანაირი პორნოგრაფია მად არ იყო", - აცხადებს გია ქუთარიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინსიტრო არასრულწლოვნების პორნოგრაფიისთვის დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დაკავებასთან დაკავშირებით, ვიდეომასალას აქვეყნებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები",-აცხადებენ შსს-ში.

დაკავებული არიან აშშ-ის 1 მოქალაქე, ავსტრალიის 1 მოქალაქე, და საქართველოს 9 მოქალაქე.

"პია"