20-09-2019
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.
ორშაბათს ეთერში „კურიერის“ გარდა დილის გადაცემაც გავა.
18 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა არხის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 21 აგვისტოს გადაცემა „PS“-ის გუნდმა „რუსთავი 2“ დატოვა, მანამდე კი ტელევიზია „კურიერის“ ჟურნალისტებმაც დატოვეს.
26 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი დაინიშნა.
17 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ნიკა გვარამიამ ახალი არხი დააფუძნა.