გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირმა ნადირაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

20-09-2019

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების საქმეზე დაბარებულია პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ.

"2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულია პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი.
დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.

შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის" - წერია პროკურატურის განცხადებაში.