გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების გამოცდების გარეშე ჩარიცხვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს წარედგინა

21-09-2019

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებმაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა, მათთვის სასურველ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს 23 სექტემბრის სხდომაზე წარედგინება.


„უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილების ავტორი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.


გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორციელებს.


სახელმწიფოს ეს ინიციატივა შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა.


საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გამოცდებზე სულ დარეგისტრირდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხორები 201 აბიტურიენტი. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემდეგ, საპროგნოზო ხარჯი მიმდინარე წელს 226.1 ათასი ლარი, ხოლო მომდევნო წელს 452.2 ათასი ლარი იქნება.


საქართველოს მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რათა სტუდენტთა ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებამდე მოხდეს.



https://www.interpressnews.ge/