გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს გირაო შეეფარდა

21-09-2019

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ ახალგაზრდას სასამართლომ გირაო, კერძოდ, თითოეულ მათგანს 25 ათასი ლარი შეუფარდა.


შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ეზოში ჩავიდნენ და ერთ-ერთ ავტომანქანას მიეყრდნენ, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის, როინ კოჩალიძის საკუთრება აღმოჩნდა. დაკავებულები ამტკიცებენ, რომ პოლიციელი მათთან მივიდა, იარაღი მიაბჯინა და აგინა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.


ამასთან, დაკავებულები ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ახლო ნათესავები არიან. გამოცემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თავდაპირველად საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, შემდეგ კი, დამძიმდა და 353-ე მუხლით შეიცვალა, ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლის მაგივრად, ჩხრეკა „ბათუმელების“ დამფუძნებლის სახლში ჩაატარეს, რაც „ერთგვარი მესიჯია“.


„ბრალდება იმიტომ შეიცვალა, რომ კოჩალიძე არის გავლენიანი პოლიციელი. ჩემი ინფორმაციით, არის დაახლოებული პირი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სწორედ ამ გავლენებით და იმით, რომ მას შეუძლია მართოს პროცესები, დამძიმდა მუხლი. ოპერაცია ჩაატარეს დამამცირებელ ფარემოში, ხალხი დააპატიმრეს სამსახურებში, ერთი დააპატიმრეს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ერთერთი ბრალდებულის მაგივრად კი ჩხრეკა ‘ბათუმელების“ დამფუძნებლის სახლში ჩაატარეს, რაც საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ ეს იყო გარკვეული მესიჯი. მე ვერ ვიტყვი, რომ საქმე ამ მიზნით დაიწყო, მაგრამ საქმის დამძიმება და ჩხრეკა დამფუძნებლის სახლში იყო აშკარა მესიჯი“,-ამბობს „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე.


პროკურატურა განმარტავს, რომ „სამართალდამცველმა დაკავებულებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მას თავს დაესხნენ“.


პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაკავებულებს გირაო შეუფარდა.



https://1tv.ge/