გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსთავში 23 წლის ბიჭმა თვითდაზიანებები მიიყენა

13-11-2017

ინციდენტი მოხდა გვიან ღამით XII მიკრო-რაიონში. მეზობლების თქმით, მათ ჯერ ხმაური გაიგეს, შემდეკ კი დაინახეს, როგორ გადაიყვანა ახალგაზრდა დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა. გავცელებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭს შელაპარაკება ოჯახის წევრებთან მოუვიდა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს. 


წყარო: inforustavi