გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

"ნაცები" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სპორტს იყენებდნენ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს"

21-09-2019

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ეკა კვიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კვიტაშვილი წერს - "2012 წელს მივედი მაშინდელ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და ნათლად მახსოვს ის სურათი, რაც სამინისტროში, სპორტში და ფედერაციებში დაგვხვდა - ნაცები ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სპორტს იყენებდნენ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, სრულიად აკონტროლებდნენ სპორტულ ფედერაციებს, ხმის ამოღება ეშინოდა ყველა სპორტსმენს. ისე კი არ იყო, დღეს ვისაც რა არ მოეწონება, ბრიფინგს რომ მართავს და საჯაროდ გამოთქვამს საკუთარ აზრს, არა! იყო ტოტალური შიში და კონტროლი, ფედერაციებს გროშებს აძლევდა სახელმწიფო და თან დილა- საღამოს მადლობის თქმას აიძულებდა. არა მგონია ბოკერიას მაშინ არ სცოდნოდა, ან დღეს არ ახსოვდეს ეს ბნელი ხანა".

"ბატონ ხაბარელს კითხვა დაუსვამს ჩემთვის, რომელსაც პატივს ვცემ. ქართველი სპორტსმენების დამსახურებები არის თუ არა მთავრობის დამსახურებაო. მოკლე პასუხი მაქვს, - არა! არც დღევანდელის არც გუშინდელის…" - თქვა ბოკერიამ, რომელიც ნაც მოძრაობის იდეოლოგი იყო 9 წლის მანძილზე.

მე 2012 წელს მივედი მაშინდელ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და ნათლად მახსოვს ის სურათი, რაც სამინისტროში, სპორტში და ფედერაციებში დაგვხვდა - "ნაცები" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სპორტს იყენებდნენ მხოლოდ როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, სრულიად აკონტროლებდნენ სპორტულ ფედერაციებს, ხმის ამოღება ეშინოდა ყველა სპორტსმენს ( იყვნენ მხოლოდ ერთეულები - ნონა გაფრინდაშვილი, ლერი ხაბელოვი, ლევან ყიფიანი, მიშა ყაველაშვილი, შეიძლება გამომრჩა 1-2 სპორტსმენი და ბოდიშს ვიხდი მათთან), ისე კი არ იყო, დღეს ვისაც რა არ მოეწონება, ბრიფინგს რომ მართავს და საჯაროდ გამოთქვამს საკუთარ აზრს, არა! იყო ტოტალური შიში და კონტროლი, ფედერაციებს გროშებს აძლევდა სახელმწიფო და თან დილა - საღამოს მადლობის თქმას აიძულებდა. არა მგონია ბოკერიას მაშინ არ სცოდნოდა, ან დღეს არ ახსოვდეს ეს ბნელი ხანა.

ხოდა, მე მახსოვს და ამავე დროს მომსწრე ვარ და დღესაც ჩემი თვალით ვხედავ, რომ 2012 წლიდან სპორტის დაფინანსება ყოველწლიურად იზრედება: 2012 წელს ბიუჯეტი იყო 51 593 700 ლარი, 2018 წ. 146 596 900 ლარი, წელს კიდევ უფრო მეტია. 16%-დან 22%-მდე გაიზარდა ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში რეგულარულად ჩართული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი; 33 000-დან 143 000-მდე გაიზარდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართულ პირთა რაოდენობა; 2012 წლიდან სპორტის 25-მდე სახეობაში საქართველომ უმასპინძლა 75 საერთაშორისო ღონისძიებას; სპორტის 15-მდე სახეობაში გადამზადდა 5 000 მწვრთნელი და 3 000 პედაგოგი; სპორტის 50-მდე სახეობაში დაფინანსდა 1 060 შეკრება და 1 530 შეჯიბრი; სპორტის სხვადასხვა სახეობის საერთაშორისო შეჯიბრებებსა და ჩემპიონატებში ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 4 112 მედალი - 1 397 ოქრო, 1 184 ვერცხლი და1 531 ბრინჯაო - ეს 2018 წლის მონაცემებია, 2019 წელი საერთოდ რეკორდულია ამ მხრივ!

აშენდა საერთაშორისო სტანდარტების: მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი 4 სპორტის სასახლე (თბილისი, ბათუმი, თელავი, გორი), საწყლოსნო კომპლექსი (ოლიმპიური აუზი), ფრენბურთის არენა, ტანვარჯიშის არენა, დ.პეტრიაშვილის სახელობის ფეხბურთის სტადიონი (დიღომი, ოლიმპიური სოფელი), 67 გარე სავარჯიშო რეგიონებში, თბილისსა და რეგიონებში მოეწყო და რეაბილიტირდა 70-ზე მეტი სპორტული დარბაზი.

ამას იმიტომ ვწერ, რომ სიმართლე უნდა ითქვას და სიმართლე უნდა ვიცოდეთ და არა იმიტომ, რომ დღევანდელ ქართულ სპორტში ყველაფერი ძალიან კარგადაა, არა! ყველაფერი ძალიან კარგად რომ იყოს, საქართველოს ბიუჯეტი მთლიანად უნდა იხარჯებოდეს სპორტზე, თანაც მასობრივ სპორტზე, მაგრამ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც ქვეყანას აქვს, ეს ყველაფერი მაქსიმუმია. რაღაცეების უკეთ გაკეთებაც შეიძლება და კრიტიკაც მისაღები და აუცილებელია, მაგრამ ეს კრიტიკა მისაღებია ნებისმიერი რიგითი მოქალაქისგან, ნებისმიერი სპორტსმენისგან, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგისგან - გიგა ბოკერიასგან", - წერს ეკა კვიტაშვილი.

pia