გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„რად გინდა ახალი არჩევნები... სხვა კანდიდატები გაძვრებიან“, - ხაჯიმბა-კვიცინიას საიდუმლო შეხვედრის დეტალები

22-09-2019

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების სკანდალური მეორე ტურის შემდეგ მოქმედი „პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა საიდუმლოდ შეხვდა თავის მთავარ ოპონენტ ალხას კვიცინიას და მაღალი თანამდებობის შეთავაზებით ცდილობდა მის გაჩუმებას. ამის შესახებ თავად კვიცინიამ განაცხადა გამოცემა „აპსნი იახიასთან" ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ „საპრეზიდენტო არჩევნებში" გამარჯვებულად ხაჯომბა გამოაცხადა. მისმა ოპონენტმა ალხას კვიცინიამ ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საქმე წააგო და ამ გადაწყვეტიელბის გასაჩივრებას გეგმავს.

კვიცინიას თქმით, მისი და ხაჯიმბას შეხვედრის ინიციატორი ხაჯიმბა იყო, რომელიც ჯერ კვიცინიების გვარის წარმომადგენელ მამაკაცებს შეხვდა. ამ შეხვდრის ერთ-ერთი მონაწილე ლევ კვიცინია ტელეფონით დაუკავშირდა ალხას კვიცინიას და უთხრა, რომ ხაჯიმბას მასთან შეხვედრა სურდა.

„ვთქვი, რომ რაულ ხაჯიმბას ოფისში არ წავიდოდი, მაგრამ სხვა ადგილას შეხვედრის წინააღმდეგი არ ვიყავი. 15 წუთის შემდეგ ლევ კვიციანიამ გადმორეკა და თქვა, რომ ის (ხაჯიმბა) აგარაკზე მიდის და იქ გელოდებაო. მე და ლევ კვიცინია ავედით სახელმწიფო აგარაკზე", - ყვება ალხას კვიცინია.

მან დაადასტურა, რომ შეხვედრისას ხაჯიმბამ მას მომავალ ე.წ. მთავრობაში „ვიცე-პრემიერის" თანამდებობა შესთავაზა. ამის სანაცვლოდ კი კვიცინიას უნდა ეცნო „არჩევნების" შედეგები და დე ფაქტო სასამართლოდან სარჩელი გამოეტანა.

„მაშინვე უარი ვუთხარი, რადგან ჩემი დასაქმება არ იყო მთავარი. მეგონა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელ გზებზე იქნებოდა საუბარი", -აცხადებს კვიცინია.

კვიცინიას ცნობით, ხაჯიმბამ ასევე განაცხადა, რომ მზად იყო ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ასლან ბჟანიას დანიშვნის საკითხი განეხილა. ცნობისათვის, ხაჯიმბას მთავარ კონკურენტად და ოპოზიციის ლიდერად „არჩევნებამდე" სწორედ ბჟანია მიიჩნეოდა, თუმცა ზაფხულში მისი ჯანმრთელობა, სავარაოდოდ, მოწამვლის გამო, მკვეთრად გაუარესდა, რასაც აფხაზეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

სწორედ ბჟანიას ავადმყოფობის გამო, ოპოზიციამ ივლისშ დანიშნული „არჩევნების" ერთი თვით დაგავადება მოითხოვა და თავისას მიაღწია, თუმცა, ბჟანიამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო „არჩევნებში" მონაწილეობა და ახლაც მოსკოვში მკურნალობს.

ხაჯიმბასა და კვიცინიას საუბარი სხვა თემებსაც შეეხო, მათ შორის „არჩევნების" თავიდან ჩატარების საკითხს.

„მან (ხაჯიმბა) მითხრა: „დავუშვათ, დაინიშნა ახალი არჩევნები, მაშინ ჩემთვისაც და შენთვისაც ყველაფერი დამთავრდება, სხვა კანდიდატები გამოჩნდებიან". დაასახელა ორი კანდიდატის სახელი და გვარი და თქვა, რომ ისინიც „გაძვრებიან". მე ვთქვი, რომ არ ვიცნობ მათს პოზიციებს, მაშინ მკითხა, როდის ჩამოვა ასლან ბჟანია, რაზეც ვუპასუხე, რომ არ ვიცი, თუმცა გამოჯანმრთელების გზას ადგას", - გაიხსენა კვიცინიამ.

"რეზონანსი"