22-09-2019
გთავაზობთ სს „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებას თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის მოხსნასთან დაკავშირებით:
"საკურორტო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, შემცირებული მგზავრთნაკადის გამო, 23 სექტემბრიდან, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი № 852/851 (ჯრტ), რომელიც რეისიებს ორივე მიმართულებით ასრულებდა.
„საქართველოს რკინიგზა“ ბოდიშს უხდის მგზავრებს დისკომფორტისთვის და ყველა იმ პირს, ვინც 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ რეისზე შეიძინა სამგზავრო დოკუმენტი, საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება მომსახურეობის საკომისიოს ჩათვლით" - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.