გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას დღეს განიხილავენ

23-09-2019

დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას დღეს განიხილავენ. წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

ოპოზიცია დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ პოლიტიკური სახე არ უნდა იყოს სემეკ-ის ხელმძღვანელი.

მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მათი გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ გახდება ცნობილი

„დავით ნარმანიას კანდიდატურა შემოვა პარლამენტში. ამას განვიხილავთ. იქნება კონსულტაციები და ამის შემდეგ გუნდში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა

სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

alia.ge