23-09-2019
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.
პუტინის მიერ 22 სექტემბერს ხელმოწერილი განკარგულება 23 სექტემბერს გამოქვეყნდა. შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება დაევალა თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია 23 აგვისტოს მოსკოვში შეხვდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს, რომელმაც განაცხადა, რომ ხელს მოაწერენ „შეთანხმებას სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის შესახებ“.