გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

8 თვეში შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის ფაქტზე მხილებულ იქნა 277 კაცი და 69 ქალი

23-09-2019

2019 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე შიდა ქართლში ოჯახში ძალადობის 532 შემთხვევა დაფიქსირდა. თუკი, 1 ივლისამდე ასეთი ძალადობის 402 შემთხვევაა რეგისტრირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ივლისიდან სექტემბრამდე 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

8 თვის შემაჯამებელი სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

I-VI თვე


მსხვერპლი ქალი - 244 ქალი
მსხვერპლი - კაცი - 74

მოძალადე ქალი - 58
მოძალადე კაცი - 238

VII-VIII თვე


მსხვერპლი ქალი - 44
მსხვერპლი 

კაცი - 7

მოძალადე ქალი - 11
მოძალადე კაცი - 39

ჯამში, 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე


მსხვერპლი ქალი - 288
მსხვერპლი კაცი - 81

მოძალადე ქალი - 69
მოძალადე კაცი - 277

თვეების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით აგვისტოს თვეში შიდა ქართლში სულ ოჯახში ძალადობის 68 შემთხვევა დაფიქსირა, აქედან ფიზიკური ძალადობის 12, ფსიქოლოგიური 52, ეკონომიკური 2, 1 იძულება და 1 უგულველყოფა.

აღნიშნულ შემთხვევებზე გამოვლენილია 39 მოძალადე მამაკაცი და 11 ქალი, რაც შეეხება მსხვერპლებს, მათი რაოდენობა გენდერულად ასე გამოიყურება 7 მამაკაცი და 44 ქალი.

რაც შეეხება ივლისს, საანგარიშო პერიოდში გამოვლენილია ოჯახში ძალადობის 62 შემთხვევა, აქედან 15 ფიზიკური, 45 ფსიქოლოგიური და 2 ეკონომიკური. გამოვლენილია 42 მოძალადე მამაკაცი და 6 მოძალადე ქალი. ამავე თვეში 39 ქალია ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და 8 მამაკაცი.

რაც შეეხება უფრო წინა პერიოდს, 2019 წლის 1 იანვრიდან ივნისის ჩათვლით, რეგიონში გამოვლენილია ოჯახში ძალადობის 402 შემთხვევა. აქედან, ფიზიკური ძალადობის 105, ფსიქოლოგიურის 284, ხოლო იძულების 5 ფაქტი.

გარდა ამისა, დაფიქსირდა სექსუალური ძალადობის ორი შემთხვევა, ამავე რაოდენობის ეკონომიკური ძალადობა და 4 უგულველყოფა. ამავე სტატისტიკაში ნათქვამია, რომ 6 თვეში გამოწერილია 345 შემაკავებელი ორდერი.

რაც შეეხება მოძალადეების სტატისტიკას, 6 თვეში გამოვლინდა 238 მოძალადე კაცი და 58 მოძალადე ქალი. მსხვერპლთა რაოდენობის კუთხით კი, 74 კაცი და 244 ქალია.

"შიდა ქართლი"