23-09-2019
თელავში ქმარმა სანადირო თოფით ცოლი, 48 წლის ნინო ლაზარიაშვილი მოკლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დედის ცხედარი შემთხვევის ადგილზე შვილმა ნახა.
მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა, რეზო კეკელიძემ, თვითმკვლელობა სცადა, თუმცა გადარჩა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
თვითმხილველთა თქმით, შემთხვევა შუადღისას მოხდა. მათივე განმარტებით, ცოლ-ქმარი დაშორებული იყო. ქალი დუბაიში ცხოვრობდა და თელავში, შვილების სახლში, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ჯერ-ჯერობით მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსია ცნობილი არ არის.
ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა, თუმცა მათ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.
ექიმების თქმით, რეზო კეკელიძის გადარჩენის შანსი მცირეა.
შსს-მ გამოძიება ოჯახური ძალადობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. საქმეში ერთადერთი ბრალდებული რეზო კეკელიძეა.