გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გორში საბავშვო ბაღის მშენებლობა 3 წლით შეფერხდა

24-09-2019

გორის რკინიგზის საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელზეც მუშაობა სამი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, ამ დრომდე შეფერხებულია. მშენებელმა ვალდებულების შეუსრულებლობა კომიკური მიზეზით, უამინდობით ახსნა.

ამ პერიოდში სამუშაოს ღირებულება 534-ი ათასი ლარიდან მილიონ ასი ათასამდე გაიზარდა. ხელახალ ტენდერში გამარჯვებული სამი დღის წინ გამოვლინდა. პროცესი შვიდ თვეში უნდა დასრულდეს.

„2017 წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ დაასრულა სამუშაოები. მოაწყო მხოლოდ საფუძველი და მიატოვა აღნიშნული სამუშაოები, რის შემდეგადაც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამიჯნა შესასრულებელი სამუშაოები, რაზეც ტენდერი გამოაცხადა. თუმცა ეს ტენდერი ჩავარდა“, - ამბობს გორის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსი გიორგი ბერიძე. 

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები არ შესრულდა კომპანია არ დაჯარიმებულა. გორის მერიამ მხოლოდ სახელმწფო შესყიდვების სამსახურს მიმართა, რომ კომპანია შავ სიაში შეეყვანათ. რის შემდეგაც „ინშაატ საქართველოს“ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ტენდერებში მონაწილეობის უფლება არ ექნება. 

როგორც „ქრონიკამ“ გაარკვია შესყიდვების სამსახურმა კომპანია არ დააჯარიმა და არც შავ სიაში შეიყვანა. 

გორში, რკინიგზის დასახლებაში საბავშვო ბაღი ბოლო 25 წელია არ არსებობს. ახალი ტენდერის გამოცხადების შემდეგ 90 ბავშვისთვის გათვალისწინებული მილიონად შეფასებული შენობა 209 დღეში უნდა დასრულდეს. 

imedinews.ge