გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ბურდული: ქუცნაშვილის დავალებების უსიტყვო შემსრულებელი, თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი

12-01-2018

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ქვეშეთის ადმიისტრაციულ ერთეულში ზურაბ ბურდული სოციალურ ქსელში თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი წოწკოლაურის შესახებ წერს.  მისი თქმით, წოწკოლაური ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი და  მას 2020 წლამდე საჯარო სამსახურში მუშაობა აკრძალული ჰქონდა.  

 

„ფოტოზე წარმოდგენილი პიროვნება გახლავთ გიორგი წოწკოლაური. თიანეთის საკრებულოს თავჯდომარე, ანუ თიანელების რჩეულთა რჩეული.

მისი ეს სტატუსი განპირობებულია, არა მისი განათლებით და კვალიფიკაციით, არამედ მისი არასახარბიელო წარსულით. კერძოდ,  დავიწყოთ იქედან, რომ მას ჰყავდა ბიძები,რომელთა გავლენების წყალობით იგი ჩაირიცხა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს კი მოახერხა და მომავალმა ,,სამართალდამცველმა'' მეგობართან ერთად კურტკა გახადა და წაართვა მოქალაქეს, სხვათაშორის ტყავის.

აღნიშნულის გამო, იგი არ დასჯილა გავლენიანი ბიძების წყალობით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ,იგი მუშაობას იწყებს სამგორის პოლიციაში გამომძიებლის თანამდებობაზე, ნარკოდანაშაულის მიმართულებით, სადაც ასევე ისახელა თავი და შემჩნეულ იქნა, ნარკოტიკების უკანონო მოხმარება- რეალიზაციის ფაქტზე, რის გამოც იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჩადენილი დანაშაულისთვის ჯერაც არ უგია პასუხი.

უკვე 2010 წელს იგი დააკავეს და გაასამართლეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა- რეალიზაციის ფაქტზე, რაზეც დაედო მსჯავრი. კერძოდ, აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 2020 წლანდე და დაეკისრა პირობითი სასჯელი.

სწორედ ეს ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები გახდა მიზეზი იმისა , რომ ჩემმა დეპუტატმა ბ. ზაქარია ქუცნაშვილმა იგი ამ თანამდებობაზე მოავლინა.მან მისი წარსულით მიიღო გარანტია, რომ მისი დავალებების ერთგული, უსიტყვო შემსრულებელი იქნებოდა. თუნდაც თიანეთი ერთ დღეს ორბიტას გავარდნოდა. მოლოდინმა გაამართლა და ეს ბატონიც იძულებით გახდა მისი მონა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ არა მსგავსი ბიოგრაფიის ადამიანი, მეჭიაურის ავტორიტეტის გამო მოსალოდნელი იყო, ჩემს დეპუტატს ქუცნაშვილს ესე იოლად არ დამორჩილებიდნენ მისი რჩეულები და ხალხის ინტერესი გაეტარებინა. ვიცით რა,  რომ ქუცნაშვილი ზედმეტად ფრთხილია და სარკეშიც კი საკუთარ ლანდს არ ენდობა,  ამ ყველაფრის გასაჯაროება აუცილებელია არა იმიტომ,  რომ ეს ადამიანი ჩაიქოლოს მის მიერ ჩადენილი ამორალური და უკანონო ქმედებისთვის,არამედ აუცილებელია, რომ ყველამ იცოდეს და მისი ამით შანტაჟი აზრს კარგავდეს, რაც მას მოქმედებებში დამოუკიდებელს გახდის.

ბატონო გიორგი წოწკოლაურო, არ ჩათვალოთ, რომ თქვენ გარდა ყველა ანგელოზები ვართ ამ დედამიწაზე. არ ჩათვალოთ, რომ თქვენ ყველაზე ცუდი ხართ! არ ჩათვალოთ,  რომ დასაკარგი აღარაფერი გაქვთ!

თქვენ ახლა მოგცათ უფალმა (და არა ქუცნაშვილმა) ის შანსი,  რომ საკუთარ შვილებს, მშობლებს ,ნათესავებს დაუმტკიცოთ,  რომ არ ხართ მონა და შეგიძლიათ იყოთ თავისუფალი. თქვენ მოახერხეთ და დააფიქსირეთ წინააღმდეგობა თქვენი ბატონის მიმართ და იგრძნობთ რა სიამოვნებაა ეს. თქვენი შვილები როგორი ამაყები იქნებიან იმით, რომ მამა თავისუფალია და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ გმირიც!

თქვენ დგახართ ბ. წოწკოლაურო არჩევანის წინაშე. ან უნდა აირჩიოთ ზაქარია ქუცნაშვილის მსახური, რაც სამსახურის შენარჩუნების გარანტიასაც გაძლევთ არც ისე დიდი ხნით,  ან დაუპირისპირდე მას. ეს კი ნიშნავს,  რომ შეიძლება სამსახური დაკარგო, მაგრამ მთელი საზოგადოების თვალში თქვენი ეს ნაბიჯი შეფასდება როგორც გმირის.

ალბათ, თქვენც იმ დედამიწაზე დადიხართ,  რომელზეც ჩვენ. ალბათ,  თქვენც ადამიანებთან გაქვთ ურთიერთობა და დამეთანხმები შეფასებაში, რომ ერთ მხარეს მეჭიაური და საზოგადოებაა არამარტო თიანეთის მასშტაბით, მეორე მხარეს კი ჩემი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და თანამდებობას დახარბებული არც თუ სახარბიელო წარსულის ადამიანები.

გაითვალისწინეთ მეტად ეს შანსი აღარ მოგეცემათ“- წერს ზურაბ ბურდული საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.