გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ჩხენკელი: ევროკომისარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ადრონული თერაპიის ცენტრს ივანიშვილი აფინანსებს

24-09-2019

,,შეხვედრა გვქონდა ევროკომისართან ინოვაციებისა და კვლევის დარგში. მას გავაცანით უაღრესად მნიშვნელოვანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტები. მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ორივე აღნიშნული პროექტი მთლიანად არის დაფინანსებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მთლიანად ქართუ ფონდის მიერ და როგორც იცით ეს "საჩუქარი" შეადგენს ერთ მილიარდ ევროს”,- ამის შესახებ განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიუსელში, ევროკომისართან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების დარგში კარლოს მოედაშთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცენტრში ქართველი და ევროპელი მეცნიერები ითანამშრომლებენ როგორც მედიცინის, ასევე ფიზიკისა და ბირთვული ფიზიკის სფეროებში.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკომისართან ინოვაციებისა და კვლევის დარგში. მას გავაცანით უაღრესად მნიშვნელოვანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტები. მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ორივე აღნიშნული პროექტი მთლიანად არის დაფინანსებული ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მთლიანად ქართუ ფონდის მიერ და როგორც იცით ეს "საჩუქარი" შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. გარდა ამისა, ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი არიან სწორედ ამ უნივერსიტეტის იდეის ავტორები და მისი სულისჩამდგმელები განვითარების ყველა ეტაპზე. ევროკომისარს მოვუყევით, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი. ეს მდგომარეობს იმაში რომ აკადემიური პროგრამები იქმნება ევროპის ერთ-ერთ მოწინავე, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს ევროპელი პროფესორებიც წაიკითხავენ”,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.