გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

600 ათასი ლარის ღირებულების ქართული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ექპორტზე გავიდა

24-09-2019

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, დიდ ბრიტანეთში 600 000 ლარის ქართული პროდუქციის, კერძოდ: ღვინოს, თხილის და ნატურალური წვენების ექსპორტი განხორციელდა.
აღნიშნული ბიზნესკავშირები მეწარმეებმა მიმდინარე წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით, საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე „IFE 2019” დაამყარეს, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 20 ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა პირველად წარუდგინეს ქართულ ნაწარმი დიდი ბრიტანეთის ფართო საზოგადოებას.

IFE 2019 დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც წელს სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე 1350-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრი, ამასთანავე, აქცენტი ბიო და გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეშ მყოფ პროდუქტებზე იქნა გაკეთებული. სხვადასხვა ნიშურ პროდუქტებთან ერთად გამოფენაზე ისეთი ინვოვაციური ქართული პროდუქტიც იყო წარმოდგენილი, როგორიცაა საფერავის ჩაი.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ამასთანავე, სათანადო პლატფორმას ქმნის ახალი სავაჭრო პარტნიორების შეძენისა და კონტაქტების დამყარების კუთხით.