გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში მამაკაცი, რომელიც ხმამაღლა იგინებოდა, 1000 ლარით დააჯარიმეს

24-09-2019

ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა პოლიციიის თანამშრომელს აგინა. ამის გამო, 35-წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. სასამართლომ დღეს დილით 1000 ლარით დააჯარიმა.

შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს მოხდა. მამაკაცის წინააღმდეგ საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.

„მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის თანამშრომლის მითითებას არ დაემორჩილა 

და განაგრძობდა უცენზურო სიტყვებით ლანძღვას. აგინა პოლიციელს „- უთხრეს Qartli.ge-ს უწყების პრეს-სამსახურიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროსმ ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 (პოლიციელის დაუმორჩილებლობა) მუხლებით დაიწყო.

"შიდა ქართლი"