24-09-2019
28 სექტემბერს ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, გორში გარბენი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეჯიბრებაში მონაწილეობა ასაკის მიუხედავად ნებისმიერ მსურველს შეეძლება. გარბენში გამარჯვებული მონაწილეები კი მოპოვებული საპრიზო ადგილების გათვალისწინებით, 300, 200 და 100 ლარით დასაჩუქრდებიან.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსურველების რეგისტრაცია კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ 17:00 საათზე, გარბენი კი 18:00 საათზე დაიწყება.
„გარბენის მონაწილეები 5 კილომეტრამდე მანძილის დაფარვას "ახალბაღიდან" გურამიშვილის, თამარ მეფის, სტალინის, ფარნავაზისა და აღმაშენებლის ქუჩების გავლით შეეცდებიან. (იხილეთ მარშრუტი ბმულზე: https://www.facebook.com/…/ms.c.eJwzMrEw…/2481098751973174/… ) გარდა მარათონისა, ევროპის კვირეული გორში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებებით 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება (იხილეთ ღონისძიებების ნუსხა ბმულზე : https://www.facebook.com/…/a.24754938292…/2475493902533659/…)“
ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერით ტარდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს გასულ წელს შეუერთდა. “ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #BeActive) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას.