გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გია აბაშიძე: ხომ არ დადგა დრო, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დავიწყოთ?

25-09-2019

ხომ არ დადგა დრო, რომ გადავხედოთ არსებულ მექანიზმებს, ფორმატებს და დავიწყოთ ერთად ოკუპანტთან მოლაპარაკებები“? - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ ტელეკომპანია ,,იმედის „ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ცალსახად ჩანს, "არსებული მექანიზმები ხელშესახებ შედეგებს არ იძლევა. რუსეთთან მოლაპარაკების არსებული ფორმატები ეფექტიანი არ არის და საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკების დაწყება.

"არსებული მექანიზმები ხელშესახებ შედეგებს არ იძლევა. ხომ არ დადგა დრო, რომ გადავხედოთ არსებულ მექანიზმებს, ფორმატებს და დავიწყოთ ერთად ოკუპანტთან მოლაპარაკებები? სხვა გზა არ არსებობს. მე ვსვამ კითხვას - ხომ არ დადგა დრო, რომ წავიდეთ დიალოგზე? ხომ არ არის ხელისუფლება შიდა პოლიტიკური, დესტრუქციული აქტიორების ბულინგის შიშის ქვეშ? ხომ არ შიშობენ ისინი რომ არ დაარქვან პრორუსული ხელისუფლება?"-ამბობს აბაშიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, "ქართულ ოცნებას" მოსახლეობამ მისცა მანდატი, რომ მოახდინოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ამიტომ პოლიტიკოსების და დიპლომატების მთავარი ამოცანა სწორედ ეს უნდა იყოს.

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები პროდასავლურ კურსთან თავსებადი, ექსპერტი პასუხობს, რომ ხელისუფლებას პრორუსულობაში ვერ უნდა ადანაშაულებდნენ პოლიტიკური ჯგუფები, რომელებმაც "შიგნით, ქვეყანაში ფეხქვეშ გათელეს ადამიანის უფლებები და გარედან რუსის ჯარი შემოიყვანეს. " ამასთან, ანალიტიკოსი მიმართავს მმართველ გუნდს, რომ არ აჰყვნენ იმ ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ნარატივს, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან.

"როგორ შეიძლება, მაიკლ კარპენტერი ან დევიდ კრამერი განვიხილოთ ოფიციალურ წარმომადგენლად? ისევე, როგორც უტიაშვილი აღარ განიხილება შსს-ს წარმომადაგენლად და არის ყოფილი თანამდებობის პირი და ახლა არის სადღაც ანალიტიკოსი, ესენიც არიან სადღაც ანალიტიკოსები. ანალიტიკოსები სხვას ამბობენ და პოლიტიკური ელიტები დედაქალაქებში სხვა რამეზე საუბრობენ. რეალობა ასეთია"-განაცხადა აბაშიძემ.