გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

,,რა ვქნა, ბოდიში მოვუხადო?" - გორში 74-წლის მამაკაცი განაჩენს ელოდება

25-09-2019

70-წლის ქალბატონი კვირაში ერთხელ გორის სასამართლოში დადის და მეუღლის პროცესებს ესწრება. ერთი თვეა მისი მეუღლე პატიმრობაშია. 74-წლის მამაკაცი საბრალდებო სკამზე ზის და განაჩენს ელოდება.

წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამაკაცს ოჯახურ ძალადობაში ედება ბრალი.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა თავის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, წააქცია, რის შედეგადაც მოტეხილობები მიიღო.

,,რა ვქნა ბოდიში მოვუხადო?" - ჰკითხა მოსამართლეს ბრალდებულმა.

,,თუ 

ამას გააკეთებთ, კარგი იქნება" - უპასუხა მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა.

,,აჰა, მოვუხდი" - დასძინა ბრალდებულმა.

74-წლის მამაკაცს ადვოკატი არ ჰყავს. მოსამართლემ ადვოკატის აყვანა შესთავაზა, თუმცა ბრალდებულმა განაცხადა, რომ დამცველის დაქირავების საშუალება არა აქვს. სასამართლომ სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა. სხდომა კიდევ ერთი კვირით გადაიდო

"შიდა ქართლი"