გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოსო არჩვაძე: ცვლილებები 2019 წლის ბიუჯეტში - კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილებისაკენ

25-09-2019

ეკონომიკური ექსპერტის სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარდგენილია საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯტში ცვლილებების პროექტი. მისივე თქმით, ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებებით შესაძლებელი იქნება სულ უფრო მზარდი რაოდენობის სახსრები იქნას მიმართული როგორც სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად, ისე მსხვილი და ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის საჭიროებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

ამის შესახებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"საქართველოს პარლამენტში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარდგენილია საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯტში ცვლილებების პროექტი. 
წარმოდგენილი ცვლლებები აძლიერებენ საბიუჯეტო ხარჯების სოციალურ კომპონენტს, მისი პრიორიტეტები - განათლება, ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ბიუჯეტის, ეკონომიკის საზოგადოებისა და მისი წევრების ინტერესებზე კიდევ უფრო მეტ მორგებას.

განათლება სულ უფრო მეტად ხდება საბიუჯეტო პრიორიტეტების ნუსხაში. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ამაღლება და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ის ნაბიჯებია, რომლებიც აძლიერებენ ამ სექტორის როლს ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარების პირობების შექმნაში. ეს მთლიანად ეწერება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან სამოქმედო პროგრამაში, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა დაიმსახურა ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში ამასწინდელი ვიზიტის დროს.

ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსების ზრდამ, ხელი უნდა შეუწყოს როგორც ტურისტებისათვის საქართველოს გაცნობისა და მოგზაურობის პირობების, ისე ზოგადად, ადამიანების ადგილზე ცხოვრების პირობებისა და მობილობის გაუმჯობესებას.

სოფლის ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მცხოვრებთა საყოფაცხოვრებო და სამეწარმეო პირობების გაუმჯობესებას, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ამ სექტორის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში.

ზოგადად, ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, წლიდან წლამდე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური დატვირთვა. - თუ 2012 წელს საბიუჯეტო ხარჯების მთლიან მოცულობაში განათლებაზე, სოციალურ დაცვასა და ჯანმრთელობაზე ხარჯების წილი 32 პროცენტს არ აღემატებოდა, 2019 წლისთვის იგი თითქმის 47 პროცენტამდე გაიზარდა. - ძველი, სტრუქტურის შენარჩუნების შემთხვევაში, ზემოხსნებულ სოციალური ხარჯებზე ბიუჯეტიდან 1.5 მლრდ. ლარით ნაკლები იქნებოდა წარმართული.

დღეისათვის, საქრთველოს სახელმწიფო ბიუეტის მოცულობა და ხელისუფლების პოლიტიკური ნება, იძლევა საშუალებას, რომ სულ უფრო მზარდი რაოდენობის სახსრები იქნას მიმართული როგორც სოციალური ხარჯების დასაფინანსებლად, ისე მსხვილი და ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის საჭიროებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შედის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის ოპერატიულ მართვას იმ სტრატეგიით, რომელმაც უნდა დააჩქაროს პოზიტიური ძვრები ეკონომიკაში და მეტი დინამიზმი შესძინოს მის განვითარებას. ამ ასპექტით, გამოვთქვამ რწმენას, რომ მომავალი, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უფრო მეტად მასშტაბური და სოციალურად ორიენტირებული იქნება"-განაცხადა არჩვაძემ.